L T

ლა ლე ლი ლო ლპ ლუ
ლაბ ლაგ ლავ ლაზ ლაკ ლამ ლან ლაპ ლარ ლატ ლაუ ლაფ ლაქ

ლაბორატორიული ცხოველები

გამოიყენებიან სამეცნიერო, ექსპერიმენტული ანუ საცდელი მიზნებისათვის. კვლევის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს მათი მგრძნობიარობა ინფექციებისადმი ან ტოქსინებისადმი. გარდა ამისა, ისინი უნდა გამოირჩეოდნენ მცირე ზომებით, სწრაფი გამრავლებით, აგრეთვე ადვილი მოსავლელნი უნდა იყვნენ. ამჟამად სულ უფრო ხშირად იყენებენ წმინდა ხაზების ცხოველებს. ლაბორატორიული ცხოველებია: თაგვები, ვირთაგვები, ზაზუნები, ძაღლები, კატები, ბოცვერები, მაიმუნები, ბაყაყები, დროზოფილები და სხვ.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9