L T

ლა ლე ლი ლო ლპ ლუ
ლაბ ლაგ ლავ ლაზ ლაკ ლამ ლან ლაპ ლარ ლატ ლაუ ლაფ ლაქ

ლაზერული გამოსხივება

დადგენილია, რომ სხვადასხვა ქსოვილები ერთგვაროვნად არ შთანთქავენ და აირეკლავენ ამ სხივებს. ეფექტის ხასიათი განისაზღვრება უპირველეს ყოვლისა მისი ინტენსიურობით ანუ სხივების სიმკვრივით. პირობითად განასხვავებენ ლაზერული გამოსხივების თერმულ და არათერმულ ეფექტებს. მცირე სიმძლავრის ჰელიუმნეონური ლაზერების ცხოველებზე ზემოქმედების შესწავლით დაადგინეს, რომ ორგანიზმში ხდება ფიზიოლოგიური ცვლილებები – სისხლწარმოქმნის სტიმულაცია, შემაერთებელი ქსოვილის რეგენერაცია, არტერიული წნევის ცვლილება და სხვ. ლაზერულ გამოსხივებას იყენებენ ძნელად შესახორცებელი ჭრილობებისა და წყლულების შემთხვევაში. მისი ეფექტურობა სხვა პათოლოგიების შემთხვევაში შესწავლის სტადიაშია.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9