ჟან ბატისტ ლამარკის ევოლუციური თეორია, რომლის ძირითადი დებულებები ჩამოყალიბებულია ნაშრომში „ზოოლოგიის ფილოსოფია“ (1809). მასში ჩამოყალიბებულია ისეთი დებულებები, როგორებიცაა: ორგანიზმთა ცვალებადობა, სახეობათა პირობითობა, მათი თანდათანობითი ცვლილებები და ახალ სახეობათა ჩამოყალიბება, ორგანიზმთა ორგანიზაციის თანდათანობითი სრულყოფა (გრადაცია), რომლის მამოძრავებელი ძალაცაა ბუნების სწრაფვა პროგრესისაკენ და სხვ. ლამარკის თეორია ერთ-ერთ პირველ ევოლუციურ თეორიადაა მიჩნეული.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]