L T

ლა ლე ლი ლო ლპ ლუ
ლეთ ლეი ლემ ლენ ლეპ ლეს ლეტ ლექ

ლეიკოპლასტები

Gk. leukos თეთრი, plastos გამონაძერწი
უფერო პლასტიდები მცენარეულ უჯრედებში, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ფორმითა და ფუნქციებით. ლეიკოპლასტები შეიცავენ დნმ-ს, რიბოსომებს, აგრეთვე სამარაგო ნივთიერებების სინთეზისა და ჰიდროლიზის განმახორციელებელ ფერმენტებს. ლეიკოპლასტებს, რომლებშიც სინთეზდება და მარაგდება მეორადი სახამებელი, ამილოპლასტებს უწოდებენ, ცხიმების მასინთეზებელ ლეიკოპლასტებს ოლეოპლასტებს, ხოლო ცილებისას – პროტეინოპლასტებს ან პროტეოპლასტებს. ლეიკოპლასტები შეიძლება გარდაიქმნენ ქლოროპლასტებად, უფრო იშვიათად კი ქრომოპლასტებად.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9