L T

ლა ლე ლი ლო ლპ ლუ
ლეთ ლეი ლემ ლენ ლეპ ლეს ლეტ ლექ

ლეპტოსპიროზი

leptospirosis
მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს spiroqeta Leptospira interrogans. ცნობილია ლეპტოსპირების 10-ზე მეტი სეროლოგიური ვარიანტი. ორგანიზმში იჭრებიან დაზიანებული კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან. ავადმყოფობა ხასიათდება ღვიძლის, თირკმლებისა და კაპილარების დაზიანებით. რეზერვუარული მასპინძლებია დაავადებული ვირთაგვები. დასენიანება ხდება ვირთაგვის გამონაყოფით, დაბინძურებული წყლითა და პროდუქტებით. ლეპტოსპიროზისადმი მგრძნობიარენი არიან: მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, თხები, ცხვრები, ღორები, ცხენები, ქათმები, მღრღნელებიდან კი, ვირთაგვების გარდა, თაგვები და თრიები.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9