Gk. lysis დაშლა, გახსნა, soma სხეული ორგანოიდები, რომლებიც ხელს უწყობენ უჯრედის ფაგოციტურ აქტივობას. ლიზოსომების ერთ-ერთი ტიპია გრანულოციტების პირველადი და მეორადი გრანულები. ლიზოსომები საშუალოდ 0,2-0,8 მკმ დიამეტრის მრგვალი ფორმის წარმონაქმნებია. გააჩნიათ ელექტრულად მკვრივი ან მარცვლოვანი შიგთავსი და თხელი მემბრანა. ლიზოსომებში აღწერილია 30-მდე ფერმენტი, რომელთა საშუალებითაც ხდება რთული ორგანული ნივთიერებების დაშლა მარტივ ნივთიერებებად.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]