Gk. lysis დაშლა, გახსნა, zyme საფუარი ფერმენტია, რომელიც მიეკუთვნება ჰიდროლაზების კლასს. იწვევს ბაქტერიული უჯრედის ლიზისს. აღმოჩენილია ცრემლში, ნერწყვში, ელენთაში, ლეიკოციტებში, მცენარეებში, ზოგიერთ ბაქტერიასა და ფაგში. ადამიანის ორგანიზმში თამაშობს არასპეციფიკური ანტიბაქტერიული ბარიერის როლს. ლიზოციმს იყენებენ თვალის, ცხვირხახის, ღრძილების დაავადებების, დამწვრობის შემთხვევაში, მეანობაში და სხვა. აღმოჩენილია 1922 წელს ა.ფლემინგის (პენიცილინის აღმომჩენის) მიერ.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]