L T

ლა ლე ლი ლო ლპ ლუ
ლია ლიბ ლიგ ლიზ ლით ლიკ ლიმ ლიო ლიპ ლიტ ლიქ ლიც

ლიმონი

Citrus limon
მარადმწვანე ხეა. მისი სამშობლოა ჩინეთი და იაპონია. გავრცელებულია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებზეც. შეიცავს ასკორბინის, ლიმონის მჟავებს, შაქრებს, ბიოფლავონოიდებს (P ვიტამინს), B ჯგუფის ვიტამინებს, ფლავონოიდებს, კაროტინს, კუმარინის წარმოებულებს, აგრეთვე ეთერის ზეთს. იყენებენ ჰიპო და ავიტამინოზების, ანთებითი პროცესების შემთხვევებში და სხვ. საჭმლის მონელების გაუმჯობესებისათვის, აგრეთვე სურავანდის სამკურნალოდ იყენებენ ლიმონის მოხარშულ ქერქს (ცედრას).
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9