ცხიმისმაგვარი ნივთიერებების ჯგუფი, რომლებიც შედიან ყველა ცოცხალი უჯრედის შემადგენლობაში და მონაწილეობენ ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესში. წარმოადგენენ უმაღლესი ცხიმოვანი მჟავების, სპირტების ან ალდეჰიდების წარმოებულებს. გავლენას ახდენენ უჯრედების განვლადობაზე, ფერმენტების აქტივობაზე, იმუნოქიმიურ პროცესებზე და სხვ. მონაწილეობენ ენერგეტიკული რეზერვის და თერმოიზოლაციური საფარველის შექმნაში, აგრეთვე სხვადასხვა ორგანოების დაცვაში მექანიკური ზემოქმედებისაგან.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]