L T

ლა ლე ლი ლო ლპ ლუ
ლუმ ლუნ ლუპ ლურ

ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები

Cyanophyta
გაერთიანებულია დაახლოებით 2500 სახეობა. მიეკუთვნებიან პროკარიოტებს. ამჟამად არსებულ ორგანიზმებს შორის ისინი ყველაზე პრიმიტიული და უძველესია. ზოგიერთი ნიშნით ბაქტერიებს მოგვაგონებენ, მრავლდებიან უსქესოდ, უჯრედის შუაზე გაყოფით. განსხვავებით ბაქტერიებისაგან, მათ გააჩნიათ მარცვლოვანი ქლოროფილი. ფოტოსინთეზის საშუალებით წარმოქმნილი გლუკოზა სახამებლად კი არ გარდაიქმნება, არამედ გროვდება გლიკოგენის (ცხოველური სახამებლის) სახით, როგორც ამას ცხოველებსა და სოკოებში აქვს ადგილი.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9