L T

L-
L-ტ

L-ტრანსფორმაცია

გრამდადებითი ბაქტერიების პეპტიდოგლიკანის დამშლელი ფერმენტებით (მაგ,. ლიზიციმით) დამუშავებისას წარმოქმნილი პროტოპლასტები ანუ სტრუქტურები, რომელთაც სრულიად არა აქვთ უჯრედის კედელი, მაგრამ გააჩნიათ ციტოპლაზმური მემბრანა და უჯრედული შიგთავსი. გრამ-უარყოფითი ბაქტერიების დამუშავება ლიზიციმით შლის მხო ლოდ უჯრედის კედლის პეპტიდოგლიკანის შრეს, მაგრამ გარეგანი მემბრანა (ან მისი ნაწილი მაინც) შე ნარჩუნებულია. ასეთმა სტრუქტურებმა მიიღეს სფე როპლასტების სახელწოდება. L – ტრანსფორმაცია არა მარტო ბაქტერიების ცვალებადობის გამოვლინებაა, არამედ თავისებური, ყველა ბაქტერიისათვის დამახასიათებელი შეგუება არსებობის არასახარბიელო პირობებისადმი. ბაქტერიების ცვალებადობის ეს ფორმა პირველად აღწერილ იქნა ე.კლინებერგერის მიერ 1935 წელს. რადგანაც აღნიშნული ფენომენი აღმოჩენილ იქნა ჯ. ლისტერის სახელობის ინსტიტუტში, ბაქტერიების ასეთ ცვალებადობას უწოდეს L – ტრანსფორმაცია.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9