L T

კა კდ კე კვ კი კლ კნ კო კრ კუ
კიბ კილ კინ კის კიუ

კიბოსნაირები

Crustacea
ფეხსახსრიანების ტიპის ერთ-ერთი კლასია. ზღვებსა და მტკნარ წყლებში ბინადარი ცხოველებია. მხოლოდ ზოგიერთი სახეობა ბინადრობს ხმელეთზე. სხვა ფეხსახსრიანებისაგან განსხვავებით, კიბოსნაირებს აქვთ 2 წყვილი ულვაში. წყალში არსებობასთან დაკავშირებით, სუნთქავენ ლაყუჩებით. მრავალ უმაღლეს კიბოსნაირს (კიბოებს, ლანგუსტებს, კიბორჩხალებს, კრევეტებს, ასთაკვებს) გემრიელი ხორცი აქვთ. ზოგიერთი უმდაბლესი კიბოსნაირი (მაგ., ციკლოპები) ჰელმინთების (ზოგიერთი სოლიტერის, რიშტის) შუალედური მასპინძლებია.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9