L T

კა კდ კე კვ კი კლ კნ კო კრ კუ
კლა კლე კლი კლო

კლონირება

Gk. klon ამონაყარი, ყლორტი
ამ მეთოდის არსი შემდგომში მდგომარეობს: დონორიდან იღებენ სომატურ უჯრედს. ენუკლეაციის შემდეგ ბირთვი შეყავთ მდედრი ინდივიდის კვერცხუჯრედში, რომლიდანაც აგრეთვე მოშორებულია თავისი ბირთვი. კვერცხუჯრედის ციტოპლაზმა სტიმულს აძლევს სომატური უჯრედის ბირთვს, რათა მან დაიწყოს დანაწევრება. მიღებულ ემბრიონს, რომელსაც მამრის სრული გენოტიპი გააჩნია, შეიყვანენ ნებისმიერი მდედრის საშვილოსნოში. შესაძლებელია ადამიანის კლონირებაც, აქედან გამომდინარე დადებითი და უარყოფითი შედეგებით. კლონირების სფეროში პირველი ექსპერიმენტები ჩაატარეს ედინბუგში (შოტლანდია). 1996 წელს იქ შექმნეს ორი აბსოლუტურად იდენტური გენების მქონე ცხვარი – მეგანი და მორაგი.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9