L T

კა კდ კე კვ კი კლ კნ კო კრ კუ
კოა კობ კოგ კოდ კოე კოვ კოთ კოი კოკ კოლ კომ კონ კოო კოპ კორ კოს კოტ კოფ კოქ კოღ კოწ კოხ კოჰ

კოლონია

L. colonia ახალშენი, დასახლება
ერთი ან რამოდენიმე სახეობის ერთად მცხოვრები ინდივიდების ჯგუფი. 1.ერთი სახეობის ორგანიზმების გაერთიანება, როდესაც შვილეული ორგანიზმები უსქესო გამრავლების შემთხვევაში არ სცილდებიან დედის ორგანიზმს (მაგ., მარჯნის პოლიპების კოლონიები). 2.საზოგადოებრივი მწერების (ფუტკრები, ჭიანჭველები, ტერმიტები) სპეციალიზებული ინდივიდების გაერთიანება. 3.ანალოგიური ინდივიდების ერთიანობა, რაც მათთვის მომგებიანია არსებობისათვის ბრძოლაში (კოლონიური ძუძუმწოვრები, ფრინველები და სხვ.). 4.ერთი სახეობის მიკროორგანიზმების დაგროვება საკვებ ნიადაგზე.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9