L T

კა კდ კე კვ კი კლ კნ კო კრ კუ
კრა კრე კრი კრო კრუ

კრაზანა

1.მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ნახევრად ბუჩქი (Hypericum perforatum). შეიცავს ეთერის ზეთს, გლიცერინს, ფისოვან, მთრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს, ქოლინს, ასკორბინის, ნიკოტინის მჟავებს, ფლავონოიდებს და ალკალოიდებს. გააჩნია ბაქტერიციდური, ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი და ჭრილობის შემხორცებელი თვისებები. ასტიმულირებს გულის მუშაობას და ზრდის არტერიულ წნევას. კრაზანის ზეთი კომპრესების სახით გამოიყენება წყლულების, ჭრილობების და დამწვრობების შემთხვევებში. უწოდებენ «90 ავადმყოფობის» მკურნალს. 2.ფეხსახსრიანთა ტიპის, მწერების კლასის, სიფრიფანაფრთიანების რიგის წარმომადგენელია (Vespula vulgaris).
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9