Crataegus oxyacantha
ბუჩქნარი ან მცირე ზომის ხე. შეიცავს ეთერზეთებს, აცეტილქოლინს, ფლავონოიდებს, ოლეინის, ასკორბინის და სხვა ორგანულ მჟავებს, ფრუქტოზას, მღებავ და მთრიმლავ ნივთიერებებს და სხვ. კუნელის პრეპარატები ამცირებენ ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, გულისა და ტვინის სისხლძარღვებში აძლიერებენ სისხლის მიმოქცევას, არეგულირებენ არტერიულ წნევას, აუმჯობესებენ ძილს და საერთო მდგომარეობას, თავიდან გვაცილებენ ტაქიკარდიას და არითმიას.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]