L T

კა კდ კე კვ კი კლ კნ კო კრ კუ
კულ კუმ კუნ კუპ კურ კუტ კუჭ

კუნთოვანი ქსოვილი

textura muscularis
შეადგენს კუნთების ძირითად მასას და ახორციელებს მათ შეკუმშვას. გამოყოფენ განივზოლიან და გლუვ კუნთოვან ქსოვილს. განივზოლიან კუნთებს მიეკუთვნებიან ჩონჩხის და გულის კუნთები, თუმცა ამ უკანასკნელს ცალკეც განიხილავენ. განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილი ძლიერ წაგრძელებული უჯრედებისაგან (მიობლასტები, მიოციტები) შედგება. ყოველ მათგანს კი დიდი რაოდენობით გააჩნია წვრილი, პარალელურად განლაგებული კუმშვადი ბოჭკოები ანუ მიოფიბრილები. ჩონჩხისა და გულის კუნთების უჯრედები (კარდიომიოციტები) შეიცავენ მორიგეობით განლაგებულ ღია ფერის (იზოტროპულ) და მუქ (ანიზოტროპულ) განივ ზოლებს. გლუვი კუნთების ქსოვილი შედგება ერთბირთვიანი, თითისტარის ფორმის უჯრედებისაგან. გლუვი კუნთები ახასიათებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტსა და ზოგიერთ სხვა შინაგან ორგანოს.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9