L T

ია იდ იე იზ ილ იმ ინ იო ირ ის იუ იქ იშ
იმა იმბ იმე იმი იმო იმპ იმუ

იმპრინტინგი

E. imprint კვალის დატოვება, აღბეჭდვა
ცხოველთა ინსტინქტური ქცევის თავისებური მოვლენა, რაც გამოიხატება მის მეხსიერებაში რაიმე ობიექტის სხვადასხვა თავისებურების (შესახედაობის, გარეგნობის) სწრაფ და დიდი ხნით ფიქსაციაში. ამ თანდაყოლილი რეფლექსის დრო საკმაოდ შეზღუდულია: მაგ., ქათმის წიწილებისათვის დაახლოებით 15 სთ-ს უდრის (იმპრინტინგის კრიტიკული პერიოდი). თუ ამ პერიოდში წიწილა მოძრავ კრუხს დაინახავს, იგი მას გამოედევნება. თუკი წიწილამ კრიტიკულ პერიოდში კრუხის ნაცვლად დაინახა მოძრავი ადამიანი, ცხენი და სხვ., იმ წუთიდან იგი უკან გადევნებას დაუწყებს ამ უცნაურ „დედებს“. იმპრინტინგის მოვლენა ძალზე მკაფიოდაა გამოხატული ფრინველებში და ნაკლებად – ძუძუმწოვრებში.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9