L T

თა თე თვ თი თმ თო თრ თუ
თავ თალ თან თაო თას თაფ

თავსისხლა

Sanguisorba offi cinalis
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, პიგმენტებს, სახამებელს, ეთერის ზეთს, ასკორბინის მჟავას, სტერინებს და ა.შ. გააჩნია სისხლდენის შემაჩერებელი, ბაქტერიციდური, ანთების საწინააღმდეგო და სხვა თვისებები. იყენებენ კუჭნაწლავის დაავადებების, ენტეროკოლიტების შემთხვევაში, აგრეთვე ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალოდ და ჭრილობების შესახორცებლად.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9