Gk. thalamos ოთახი, საძინებელი მხედველობის ბორცვები. შუამდებარე ტვინის ყველაზე უფრო ახალგაზრდა ცენტრალური ნაწილი, რომლის განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ნახევარსფეროების ქერქის ფორმირებასთან. თალამუსი უზრუნველყოფს რეფლექსების განხორციელებას, აგრეთვე წარმოადგენს სენსორული ინფორმაციის გადამცემ მიდამოს, რომელიც მიემართება ქერქისაკენ.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]