Gk. thalassa ზღვა, haima სისხლი თანდაყოლილი ჰემოლიზური ანემია, რომელსაც საფუძვლად უდევს გლობინის (ჰემოგლობინის შემადგენელი ცილის) სინთეზის დარღვევა. აღინიშნება ე.წ. ფეტალური ჰემოგლობინის სიჭარბე. ანსხვავებენ თალასემიის 3 ფორმას: დიდ თალასემიას (ანუ კულის ანემიას), რომელიც მძიმე მოლეკულური დაავადებაა, მცირე თალასემიას, რომელიც ჰეტეროზიგოტური ფორმაა და მინიმალურ თალასემიას, რომელიც ჰეტეროზიგოტური ფორმაა და მიმდინარეობს რაიმე კლინიკური სიმპტომების გარეშე.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]