Cestoda
მიეკუთვნებიან ბრტყელი ჭიების ტიპს და ცესტოდების კლასს. სხეულის სიგრძე რამდენიმე მილიმეტრიდან 10 და მეტ მეტრამდეა. ენდოპარაზიტებია. კარგად აქვთ განვითარებული ფიქსაციისა და გამრავლების ორგანოები. ნერვული სისტემა სუსტადაა გამოხატული. ჰერმაფროდიტებია. მათი განვითარება მიმდინარეობს მასპინძლის მონაცვლეობით. ასეთი მასპინძლები შეიძლება იყვნენ ადამიანი, აგრეთვე შინაური და გარეული ხერხემლიანი ცხოველები. თასმისებური ჭიებია: ღორის და ხარის სოლიტერები, ექინოკოკი და მრავალი სხვა.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]