L T

თა თე თვ თი თმ თო თრ თუ
თივ თიმ თირ

თირკმელი

ren
ხერხემლიანების შარდის გამომყოფი წყვილი ორგანო. ორივე თირკმლის მასა შეადგენს სხეულის მასის 0,45 – 0,7%-ს. ამ ორგანოში მკვეთრადაა გამოყოფილი ქერქოვანი და ტვინოვანი ნივთიერება. მისი სისხლით მოარაგება ხდება თირკმლის არტერიის საშუალებით. თირკმლის ძირითადი სტრუქტურულფუნქციური ერთეულია ნეფრონი. გარდა გამოყოფის ფუნქციისა, თირკმლები მონაწილეობენ ორგანიზმის თვითრეგულაციაში, ცილების ცვლაში, ნახშირწყლებისა და ცხიმების მეტაბოლიზმში, აგრეთვე არტერიული წნევის დონის მოწესრიგებაში.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9