L T

ზა ზე ზი ზო ზრ ზუ ზღ
ზურ

ზურგის ტვინი

medulla spinalis
ცენტრალური ნერვული სისტემის უძველესი ნაწილია და ჩამოყალიბებულია თავის ტვინზე ადრე. მდებარეობს ხერხემლის არხში. მისი სიგრძე სა- შუალოდ 43 სმ-ს შეადგენს, ხოლო დიამეტრი – 1 სმ-ს. ზურგის ტვინზე შეიმჩნევა თითისტარის ფორმის ორი – კისრისა და წელგავის შემსხვილება. აღნიშნული შემსხვილებები განპირობებულია ზედა და ქვედა კიდურებთან დაკავშირებული ნერვული უჯრედებისა და მათი მორჩების სიმრავლით. ზურგის ტვინი 31 სეგმენტისაგან შედგება, სადაც დასაბამს იღებენ ნერვული ღეროები. ზურგის ტვინის ფუნქციებს მიეკუთვნება უპირობო რეფლექსების განხორციელება და ცენტრიდანული და ცენტრისკენული ნერვული იმპულსების გატარება.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9