L T

ზა ზე ზი ზო ზრ ზუ ზღ
ზღვ ზღუ

ზღვის გველები

Hydrophidae
ცხოვრობენ ინდოეთის და წყნარი ოკეანის ტროპიკულ წყლებში. წყალში ცხოვრებას კარგად არიან შეგუებულნი. უმეტესობა ცოცხალმშობიარეა. მათი შხამი 50-ჯერ უფრო ტოქსიკურია სამეფო კობრასთან შედარებით. სიგრძე 1 – 2,5 მეტრია. განსაკუთრებით სახიფათონი არიან: ჩვეულებრივი (Endydrina schistosa), ჭრელი (Hydrophis caerulescens), ბენგალური (Hydrophis nigrocinctus), ყვითელმუცელა (Pelamis platurus) გველები. მათი შხამი ნეიროტროპულია.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9