1877 წელს მ. ა. ნოვინსკიმ პირველად დაამტკიცა ერთი ცხოველიდან (ძაღლებიდან) მეორეზე (ძაღლებში) სიმსივნის გადატანის შესაძლებლობა. სიმსივნე გადადიოდა მხოლოდ ცოცხალი უჯრედებით. ამ ფაქტმა დასაბამი მისცა ექსპერიმენტული ონკოლოგიის განვითარებას. აღნიშნულ დაავადებას ძაღლების ვენერულ სიმსივნესაც უწოდებენ.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]