იგივე თრომბოციტოპენიური პურპურა. პირველად აღწერილია 1735 წელს გერმანელი ვერლჰოფის მიერ. ეტიოლოგია უცნობია. მიმდინარეობს მწვავედ და ქრონიკულად. ხშირია სისხლდენები, ჰემორაგიები, პერიფერიული სისხლი, გარდა თრომბოციტებისა, რომელთა რაოდენობა კრიტიკულ ციფრზე უფრო დაბალია, სპეციფიკური ცვლილებების გარეშეა.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]