Rattus
მღრღნელების რიგის, თაგვისებრთა ოჯახის ერთ-ერთი გვარია. სხეულის სიგრძე 8-30 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს. წელიწადში 2-4 თაობას იძლევიან, ხოლო თითოეულ თაობაში 6-8 ღლაპია (წრუწუნა). ადამიანისა და ცხოველების მრავალი ინფექციის (შავი ჭირის, ტულარემიის, ბოტულიზმის, ტოქსოპლაზმოზის, ტრიქინელოზის და სხვ.) მტარებელია.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]