L. vita სიცოცხლე, aminum ამინი სხვადასხვა ქიმიური ბუნების ორგანულ ნაერთთა ჯგუფი. მათ უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიურ და ფიზიოლოგიურ პროცესებში. ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ადამიანი და ცხოველები ვიტამინებს ვერ ასინთეზებენ და ისინი საკვებთან ერთად უნდა მიიღონ. ვიტამინების ძირითადი წყარო მცენარეებია. ისინი რიგ შემთხვევაში შეიცავენ პროვიტამინებს (მაგ. კაროტინს), რომლებიც ცხოველურ ორგანიზმში ვიტამინებად გარდაიქმნებიან. ვიტამინები პირველად აღმოაჩინა პოლონელმა მეცნიერმა კ.ფუნკმა 1911 წელს.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]