Gk. endon შიგნით, plasma წარმონაქმნი, გამოძერწილი უჯრედის ბირთვთან არსებული ციტოპლაზმის შიდა ნაწილი (მდიდარია სტრუქტურული კომპონენტებით და ორგანოიდებით). ენდოპლაზმასთანაა დაკავშირებული უჯრედის მიერ მისი ვეგეტაციური ფუნქციების შესრულება, აგრეთვე ბირთვისა და ციტოპლაზმის ურთიერთდამოკიდებულების პროცესები, რაც განსაზღვრავს უჯრედების ზრდას, დიფერენცირებას და ფუნქციონირებას.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]