- <
L T

ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ
ენა ენდ ენზ ენო ენტ ენუ ენც

ენდოპლაზმური ბადე

Gk. endon შიგნით, plasma წარმონაქმნი, გამოძერწილი
უჯრედის ციტოპლაზმაში არსებული ორგანოიდი, რომელიც წარმოდგენილია მემბრანების სისტემით. ენდოპლაზმური ბადე ორი ტიპისაა: გრანულარული (ხორკლიანი) და აგრანულარული (გლუვი). გრანულარული ენდოპლაზმური ბადის (ანუ ერგასტოპლაზმის) მემბრანებზე განლაგებულია რიბოსომები. ამ ტიპის ენდოპლაზმური ბადის მემბრანებზე ადგილი აქვს ცილის, ხოლო აგრანულარულზე – ცხიმების, ნახშირწყლების, ჰორმონების სინთეზს. ტერმინი შემოიტანეს პორტერმა და კალმანმა 1952 წელს.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9