L T

ეა ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ
ეპი ეპო

ეპითელური ქსოვილი

Gk. epi ზედ, ზევიდან, thele დვრილი, ძუძუს თავი
ადამიანისა და ცხოველების ერთ-ერთი ძირითადი ქსოვილი, რომელიც უმთავრესად დაცვის, შეწოვის და სეკრეტორულ ფუნქციებს ასრულებს. ეპითელიუმით არის დაფარული სხეულის ზედაპირი, ამოფენილია ყველა შინაგანი ღრუ. რამოდენიმე ჯგუფად იყოფა: ერთშრიანი ბრტყელი ეპითელიუმი, ერთშრიანი კუბური ეპითელიუმი, ერთშრიანი ცილინდრული ეპითელიუმი, სეკრეტორული ერთშრიანი ეპითელიუმი, ერთშრიანი ცილინდრული წამწამოვანი ეპითელიუმი, სენსორული ეპითელიუმი, გარდამავალი ეპითელიუმი, მრავალშრიანი ბრტყელი გარქოვანებული ეპითელიუმი, მრავალშრიანი ბრტყელი გაურქოვანებული ეპითელიუმი, მრავალშრიანი ცილინდრული ეპითელიუმი და ჯირკვლოვანი ეპითელიუმი. ეპითელურ ქსოვილს ახასიათებს რეგენერაციის დიდი უნარი.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9