L. effectus შესრულება, მოქმედება 1.ბაქტერიის ირგვლივ არსებული ნივთიერება, სუბსტრატი, რომელიც ასტიმულირებს ფერმენტის გამომუშავებას. მის გარეშე ბაქტერიებში შესაბამისი ფერმენტი არ სინთეზდება (მაგ., ლაქტოზის გარეშე ნაწლავის ჩხირი არ გამოიმუშავებს აღნიშნული შაქრის დამშლელ ფერმენტს). 2.ორგანო, რომელიც აგზნების საპასუხოდ ახორციელებს ამა თუ იმ შესაბამის მოქმედებას. 3.დაბალმოლეკულური ნივთიერება, რომელიც რეპრესორთან მიერთების შემდეგ გავლენას ახდენს მის ურთიერთქმედებაზე ოპერატორთან.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]