- <
L T

ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ
ექვ ექი ექო ექს ექტ

ექინოკოკი

Echinococcus granulosus
მიეკუთვნება ბრტყელი ჭიების ტიპს და თასმისებური ჭიების კლასს. ზრდასრული ექინოკოკი ბინადრობს დეფინიტური (საბოლოო) მასპინძლის (ძაღლის, მგლის, მელას, ტურას და სხვ.) წვრილ ნაწლავში. მასპინძლის განავალთან ერთად გამოიყოფა ექინოკოკის კვერცხები, რომლებიც შესაძლებელია მოხვდეს ადამიანის ან ცხოველის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. კვერცხიდან გამოსული ლარვა იჭრება ნაწლავის სისხლძარღვებში, მიყვება სისხლის ნაკადს და იბუდებს სხვადასხვა ორგანოებში, სადაც წარმოქმნის მრავალრიცხოვან რთულ ბუშტუკებს. ადამიანის ორგანიზმში იწვევს სერიოზულ დარღვევებს, არც თუ იშვიათად, ლეტალურ შედეგსაც.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9