Gk. echo გამოძახილი,L. locatio განლაგება ზოგიერთი ცხოველის უნარი გამოსცეს და მიიღოს არეკლილი მაღალი სიხშირის ბგერითი სიგნალები, რის საშუალებითაც იგი იღებს ინფორმაციას რაიმე ობიექტის (მსხვერპლის, წინაღობის) არსზე და ზომებზე. აღნიშნული უნარი წარმოადგენს ცხოველების სივრცეში ორიენტაციის და ბიოკომუნიკაციის საშუალებას. ექოლოკაცია განსაკუთრებით კარგად აქვთ გამოხატული ღამურებს, დელფინებს და სხვ.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]