პიროვნების ბიოლოგიური და სოციალურფსიქოლოგიური განვითარების გარკვეული სტადია (პერიოდი). არსებობს ადამიანის ასაკობრივი პერიოდიზაციის რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც ითვალისწინებენ როგორც კალენდარულ (საპასპორტო), ასევე ბიოლოგიურ მონაცემებს. ყოველი ასაკობრივი პერიოდი ხასიათდება ინდივიდთა მორფოფიზიოლოგიური თავისებურებებით. ასაკობრივი დაჯგუფებისას გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ინდივიდთა რეპროდუქციულ პოტენციალს, თუმცა ეს უკანასკნელი ასაკის მიხედვით საგრძნობლად ცვალებადობს.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]