L. granulum მარცვალი,Gk. kytos უჯრედი სისხლის თეთრი უჯრედები (ლეიკოციტები), რომელთა ციტოპლაზმა აზუროფილურ და სპეციფიკურ გრანულებს შეიცავს. გრანულების ზომების და შეფერილობის მიხედვით გრანულოციტებს ყოფენ ნეიტროფილებად, ეოზინოფილებად და ბაზოფილებად. გრანულოციტები იცავენ ორგანიზმს ბაქტერიებისა და ტოქსინებისაგან, მონაწილეობენ იმუნურ რეაქციებში.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]