გულის შეკუმშვისა და მოდუნების პერიოდი. შედგება სისტოლისაგან (წინაგულებისა და პარკუჭების თანმიმდევრული შეკუმშვა), დიასტოლისაგან (მათი თანმიმდევრული მოდუნება) და პაუზისაგან (წინაგულებისა და პარკუჭების ერთდროული მოდუნება). გულის ციკლის ხანგრძლივობა დაახლოებით 0,8 წამს შეადგენს.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]