L T

და დე დი დმ დნ დო დრ დუ
დებ დეგ დედ დევ დეზ დეი დეკ დელ დემ დენ დეო დეპ დერ დეს დეტ დეფ დექ დეჰ

დელფინები

Delphinidae
ძუძუმწოვრებია, ვეშაპისნაირთა რიგის წარმომადგენლები. სხეულის სიგრძე 1,2-10 მეტრია. გააჩნიათ მრავალრიცხოვანი კბილები. ორიენტაციას ახდენენ ექოლოკაციისა და ძალზე მგრძნობიარე სმენის მეშვეობით. ბგერების მიღება შეუძლიათ 16-დან 280 კილოჰერცამდე დიაპაზონში (მოზრდილი ადამიანის სმენის დიაპაზონის ზედა ზღვარი მხოლოდ 20 კილოჰერცია). თავის ძვლების ჰაეროვან სიღრუეებში გააჩნიათ რთული ხმოვანი სიგნალიზაცია და ექოლოკაციური ორგანო. აქვთ მაღალგანვითარებული ცენტრალური ნერვული სისტემა. 120 კგ-იანი დელფინის, აფალინას ტვინი 1700 გრამს იწონის. დელფინებს შეუძლიათ დიდი მოცულობის ინფორმაციის გადამუშავება და ადამიანის ხმის მიბაძვა. საერთოდ, დელფინები ადვილად შინაურდებიან.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9