L T

და დე დი დმ დნ დო დრ დუ
დია დიბ დიგ დიდ დიე დივ დიზ დიკ დილ დიმ დინ დიო დიპ დის დიუ დიფ დიქ დიჰ

დისოციაცია

L. dissociatio განცალკევება, კავშირის დარღვევა
1.ქიმიაში – ნივთიერებათა დაშლა ელემენტარულ შემადგენელ ნაწილებად. 2.მიკრობიოლოგიაში – საწყისი ფორმიდან განსხვავებული მიკროორგანიზმების წარმოქმნა კულტურაში. 3.ფსიქიკური პროცესების კავშირის დარღვევა. 4.გლუვი და ხორკლიანი კოლონიების მქონე ბაქტერიების ურთიერთგარდაქმნა, რასაც კრაიფმა 1921 წელს დისოციაცია დაარქვა. ა.ბეიერინკი პირველი იყო, რომელიც მიხვდა, რომ ბაქტერიების ცვლილებები შეიძლება წარმოადგენდეს გენური მუტაციების შედეგს.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9