L T

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აც ახ
ავა ავე ავთ ავი ავს ავტ

ავსტრალოპითეკები

L. australis სამხრეთისა,
Gk. pithekos მაიმუნი
ამომწყდარი ადამიანისმაგვარი მაიმუნი, რომელსაც მიაკუთვნებენ ჰომინიდების ოჯახს. ავსტრალოპითეკების ჩონჩხის ნაწილები აღმოჩენილია სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში XX საუკუნის 20-იან წლებში. ანთროპოლოგების აზრით ავსტრალოპითეკების სიმაღლე 120-130 სმ იყო, მასა 30-40 კგ, თავის ტვინის მოცულობა 500 –600 სმ3. ისინი დადიოდნენ ორი ფეხით, საკვების მოსაპოვებლად იყენებდნენ ჯოხს, ქვებს. ავსტრალოპითეკების პროგრესული შტოს წარმომადგენლები – პრეზინჯანთროპები ამზადებდნენ მარტივ ქვის იარაღებს.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9