L T

ცა ცე ცვ ცი ცნ ცო ცრ ცუ ცხ
ცია ციკ ცილ ციმ ცინ ცირ ცის ციტ

ციტოპლაზმური

Gk. kytos უჯრედი, plasma გამონაძერწი, გაფორმებული
ციტოპლაზმაში ლოკალიზებული ფაქტორებით განპირობებული ორგანიზმის მატერიალური სტრუქტურების და ფუნქციური თვისებების მემკვიდრეობითობა. აღნიშნული ფაქტორების (პლაზმოგენების ანუ ბირთვგარეშე გენების) ერთიანობა ქმნის პლაზმონს, ანალოგიურად იმისა, როგორც ქრომოსომების ერთიანობა წარმოადგენს გენომს. პლაზმოგენები ლოკალიზებულნი არიან უჯრედის თვითწარმომქმნელ ორგანოიდებში – მიტოქონდრიებში და პლასტიდებში. პლაზმოგენების გადაცემა მხოლოდ მდედრობითი გამეტის მეშვეობით ხდება.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9