L T

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აც ახ
ატა ატე ატი ატლ ატმ ატო ატრ ატფ

ატფ-ადენოზინტრიფოსფორის მჟავა

Chem.
შენაერთი, რომელიც შეიცავს ადენინს, რიბოზას და ფოსფორის მჟავის სამ ნაშთს, რომლებიც ატფ-ს მოლეკულაში მაკროერგული ბმებით არიან შეერთებული. მათი გახლეჩისას და ენერგიის დიდი რაოდენობის გამოთავისუფლებისას, ატფ გარდაიქმნება ადენოზინდიფოსფატად (ადფ). ატფ ლოკალიზებულია მიტოქონდრიებში და სხვა უჯრედულ სტრუქტურებში. გამოიყენება უჯრედის სუნთქვისას, კუნთების შეკუმშვისას და მიტოზის პროცესში. გარდა ამისა, იგი განაპირობებს ქრომოსომების გადაადგილებას და სხვა უჯრედშიდა პროცესებს. არის ენერგიის უნივერსალური წყარო.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9