L T

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბედ ბეზ ბელ ბენ ბერ ბეს ბეტ ბექ

ბერკიტის ლიმფომა

ინგლისელი დ. ბერკიტის მიერ 1957 წელს აღმოჩენილი და შესწავლილი სიმსივნეა, რომელიც უფრო ხშირად გვხვდება აფრიკელ ბავშვებში. პირველი სიმსივნეა, რომლის ვირუსული ეტიოლოგია საბოლოოდაა დადგენილი. გამომწვევი აგენტია ე.წ. ეპშტეინ-ბარის ვირუსი (იხ). მოგვიანებით ასეთივე ჰისტოგენეზის სიმსივნე აღწერეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. აფრიკაში სიმსივნე ჩვეულებრივ აზიანებს ყბებს და ხშირად უზარმაზარ ზომებს აღწევს, სხვა კონტინენტების მცხოვრებლებს კი უვითარდებათ ამ სიმსივნის ვისცერული ვარიანტი. ზოგჯერ ინკურნება მეტოტრექსატის ერთჯერადი ინექციით.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9