ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ასკორბინის მჟავას, თიამინს, მთრიმლავ და ცხიმოვან ნივთიერებებს, ეთერის ზეთს, ფისებს, კაროტინს, ფიტოსტერინებს, პიგმენტებს. გააჩნია სისხლძარღვების გამაფართოებელი და ჰიპოტენზიური თვისებები, ანტიბაქტერიული აქტივობა, აჩქარებს სისხლის შედედებას. იყენებენ ჰიპერტონიული დაავადების, სტენოკარდიის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების სამკურნალოდ.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]