L T

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბიბ ბიგ ბივ ბიკ ბილ ბინ ბიო ბირ ბის ბიტ ბიუ ბიფ ბიჰ

ბირთვულ –ციტოპლაზმური შეფარდება

ბლასტურ, უმწიფარ, აგრეთვე სიმსივნურ უჯრედებს ახასიათებთ მაღალი ბირთვულციტოპლაზმური შეფარდება (ე.ი. ბირთვი დიდი მოცულობისაა, ციტოპლაზმა კი მცირე). უჯრედების დიფერენცირების პროცესში ეს შეფარდება თანდათანობით კლებულობს. დიფერენცირებულ უჯრედებს აღნიშნული შეფარდება საშუალო აქვთ ან დაბალიც კი. ჰერტვინგის მიხედვით აღნიშნული შეფარდების ცვლილება უჯრედის გაყოფის გამშვები მექანიზმია. ამ შეფარდებას გამოხატავენ რიცხობრივად (მაგ., მაღალი ბირთვულციტოპლაზმური შეფარდება შეესაბამება დაახლოებით 0,90-0,95-ს, საშუალო – 0,50-0,55-ს, დაბალი – 0,25-0,30-ს და ა.შ.).
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9