Gk. haima სისხლი, globus ბურთულა, pathos ავადმყოფობა ამ სახელწოდებით აერთიანებენ დაავადებათა ჯგუფს, რომლისთვისაც დამახასიათებელია მოზრდილთა ფიზიოლოგიური ჰემოგლობინის სტრუქტურის ან პოლიპეპტიდური ჯაჭვების სინთეზის დარღვევა. აღნიშნული ცვლილებები ორგანიზმში იწვევს პათოლოგიურ ძვრებს, რაც კლინიკურად გამოიხატება ძვალ-სახსრის სისტემის ტკივილებით, ჰეპატოსპლენომეგალიით და ა.შ.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]