Gk. haima სისხლი, lysis დაშლა, გახსნა, an უარყ. თავსართი 1.ახალშობილთა ჰემოლიზური ანემია, რომელიც დაკავშირებულია რეზუს-ფაქტორის მიხედვით დედისა და ნაყოფის სისხლის შეუთავსებლობასთან. 2.ავტოიმუნური ჰემოლიზური ანემია, რომლის დროსაც ანტისხეულები გამომუშავდება თავისი ორგანიზმის ანტიგენების მიმართ. აღნიშნული ანემიები იყოფა იმისდა მიხედვით, თუ რა წარმოადგენს ანტისხეულების შეტევის ობიექტს პერიფერიული სისხლის ერითროციტები თუ ძვლის ტვინის ერითროკარიოციტები. 3.ეგზოგენური ფაქტორებით განპირობებული ჰემოლიზური ანემია. ჰემოლიზურ პროცესებს ადგილი აქვს ორგანული და არაორგანული წარმოშობის ჰემოლიზური შხამების (ზოგიერთი ბაქტერიის ტოქსინი, ზოგიერთი გველის შხამი, ფენილჰიდრაზინი და სხვ.), მძიმე დამწვრობების ანდა სეპტიკური, სტრეპტოკოკური ანაერობული ინფექციების, მალარიის შემთხვევებში.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]