Gk. hepar ღვიძლი, kytos უჯრედი ღვიძლის ეპითელური უჯრედები, რომლებიც ამ ორგანოს ყველა უჯრედის 60%-ს შეადგენენ. ბევრ მათგანს (ადამიანის ღვიძლში 20%-მდე) 2 და მეტი ბირთვი გააჩნიათ. გარდა ამისა, ჰეპატოციტებში კარიოგამიის გამო, ადგილი აქვს პოლიპლოიდიზაციას. პოლიპლოიდური უჯრედების რაოდენობა ასაკთან ერთად მატულობს და მოხუცებულებში 80%-ს აღწევს.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]