მწერების კლასი, ორფრთიანების რიგი. ცნობილია დაახლოებით 5000 სახეობა. ზოგიერთი მათგანი სისხლისმწოველია, ზოგი კი – მტაცებელი. ზოგიერთი ბუზი (მაგ., ოთახის ბუზი) ადამიანისა და ცხოველების ინფექციური დაავადებების (დიზენტერია, ქოლერა, ტიფი და სხვ.) მექანიკური გადამტანია. ზოგჯერ ბუზების მატლებს შეუძლიათ მიაზების გამოწვევა. ზოგიერთი ბუზი (მაგ., ბუზი ცეცე) მძიმე დაავადებების სპეციფიკური გადამტანია.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200